„ჯორჯიან ალიანსის“ ისტორია 

 შპს „ჯორჯიან ალიანსი“ დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია, დაარსდა 2006 წლის დეკემბერში დაბა ახალგორში. კომპანიის ძირითადი მიზანი ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა, საუკეთესო ტრადიციებით დამზადებული მაღალხარისხიან პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ამიტომაც კომპანია „ჯორჯიან ალიანსმა“ განსაკუთრებული კეთილგანწყობილება მოიპოვა ქართველ მომხმარებლებს შორის. კომპანია „ჯორჯიან ალიანსისათვის“ წარმატების ამომავალ წერტილს პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფია წარმოადგენს.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, „ჯორჯიან ალიანსის“ მიერ გატარებული საფასო პოლიტიკის შედეგად პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მომხმარებელთა ყველა ფენისათვის. ამ მიზნით, კომპანიამ განახორციელა სოლიდური ინვესტიციები ეფექტიანი დისტრიბუციის გაძლიერების, აღრიცხვიანობის, შრომითი რესურსების კვალიფიკაციის ამაღლების, სტრუქტურული სრულყოფის მიზნით.

ჯორჯიან ალიანსმა“ თავისი არსებობის არც თუ ისე დიდი ისტორიის მანძილზე, შეძლო სოლიდური პარტნიორის იმიჯის დამკვიდრება. დღეისათვის, „ჯორჯიან ალიანსი“ ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია, როგორებიცაა „ობოლონი“, „ზიბერტი“, „ოგნეტუშიტელი“, „მაგნატი“, „ჰაიკი“, „დესანტი“.

კომპანია „ჯორჯიან ალიანსის“ წარმომადგენლობები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია განთავსებული –თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი, ქობულეთი, ახალციხე, მარნეული, ფოთი, ზუგდიდი.

კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები დაუზარელად გაგიწევენ სრულყოფილი კონსულტაციას შემდეგი მიმართულებებით:

 

• მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი პროდუქციის შესახებ სასაქონლო ჯგუფების თაობაზე.

• მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას პროდუქციის ვარგისიანობის, ვადებისა და შენახვის პირობების შესახებ;

• დაგეხმარებით შეკვეთის ოპტიმალური მოცულობის ფორმირებაში.

• მოგაწვდით ინფორმაციას კონკურენტების ფასებისა და სარეკომენდაციო მარჟების შესახებ;


Kკომპანია „ჯორჯიან ალიანსმა“ ოთხწლიანი არსებობის მანძილზე დაიმკვიდრა პატიოსანი გადასახადის გადამხდელის იმიჯი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი სოციალური აქტივობა სოციალურად დაუცველი საზოგადოების წევრების დახმარების კუთხით.


 

კომპანიის სტრუქტურა 

კომპანიის სტრუქტურა აგებულია მართვის ეფექტიანობისა და ხარჯების მინიმიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე. kompaniis struqtura agebulia marTvis efeqtianobisa da xarjebis minimizaciis principebidan gamomdinare. კომპანიის პირითადი სტრუქტურებია ადმინისტრირების, საფინანსო, გაყიდვების, მარკეტინგისა და ლოგისტიკისk სამსახურები, სასაწყობო მეურნეობა. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 60 ადამიანი.

განაცხადის თანამშრომლობის

სახელი
phone
e-mail:
ორგანიზაცია
თემა
оდატვირთვა
ტექსტი განაცხადი:
/flash/ribbon.swf?urlVAL=/flash/ribbon/ribbon_eng.xml&varLANG=eng